ახალი ამბები

ივანიშვილის შეთავაზება პირველ არხს, იმედს, რუსთავი 2-ს

13 ოქტომბერი, 2011 • 1018
ივანიშვილის შეთავაზება პირველ არხს, იმედს, რუსთავი 2-ს

ბიძინა ივანიშვილი  მზადაა , უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში, თუმცა არ აპირებს მისვლას ტელევიზიების სტუდიებში.

“თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომრიდან, როგორც ეს განცხადებული იყო, ბატონი ბიძინა მზად არის, პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) გამართოს პრესკონფერენცია”, ნათქვამია ივანიშვილის პრესმდივნის ირაკლი ტრიპოლსკის გავრცელებულ განცხადებაში.

“იგი მზად არის, პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე.
ჩვენ ვთავაზობთ ეროვნული მაუწყებლის მესვეურებს, პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოცემულ ფორმატში თანამშრომლობას, რაც მაყურებელთა უმრავლესობის ინტერესებს შეესაბამება. ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით”, იუწყება ივანიშვილის პრესსამსახური.
განცხადებაში არაა ნახსნები ტელეკომპანიები “მაესტრო” და “კავკასია”.

ქართველი მილიარდერი, რომელმაც გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პარტიის შექმნის შესახებ, ჯერჯერობით არ გამოჩენილა  მედიასთან და საზოგადოებამ მისი გადაწყვეტილებების შესახებ მხოლოდ გამოქვეყნებული ღია წერილებით იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი