ახალი ამბები

პრეზიდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიას გახსნის

13 ოქტომბერი, 2011 • • 917
პრეზიდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიას გახსნის

ახალი ლაბორატორია ტექნიკურ უნივერსიტეტში/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
ახალი ლაბორატორია ტექნიკურ უნივერსიტეტში/ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთში თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევა და თანამედროვე ლაბორატორიას გახსნის. ამის შესახებ ინფრომაცია ფეისბუქზე, პრეზიდენტის ოფიციალური გვერდზე ქვეყნდება.

მიხეილ სააკაშვილი სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიას გახსნის, რომელშიც სამშენებლო სფეროსთვის აუცილებელი ასამდე ლაბორატორიული სამუშაოს განხორციელებაა შესაძლებელი. საქართველოს პრეზიდენტი ლაბორატორიაში განთავსებულ ოთხმოცზე მეტი დასახელების უახლეს დანადგარებსა და აპარატურას დაათვალიერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი