ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილი ივანიშვილს “მაესტროს” ერთ ლარად სთავაზობს

12 ოქტომბერი, 2011 • • 1269
ეროსი კიწმარიშვილი  ივანიშვილს “მაესტროს” ერთ ლარად სთავაზობს

ეროსი კიწმარიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

„ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელეკომანია „მაესტროს“ მართვის კომპანიის ერთ ლარად გადაცემას სთავაზობს. ამის ერთადერთ პირობად კიწმარიშვილი ასახელებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი „მაესტროს“ მენეჯმენტს ინვესტიციების საკითხზე შეუთანხმდეს. ეს განცხადება „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა ტელეკომაპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ის მზად არის, დღესვე დაუკავშირდეს თავის ადვოკატებს ჟენევაში „მაესტროს“მართვის უფლების გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

კიწმარიშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი პერსონით ასეთი გაღიზიანება. „ეს, შესაძლოა, ჩვენს წარსულ ბიზნეს-ურთიერთობებს უკავშირდებოდეს“, – ვარაუდებს „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი.

იგი სთავაზობს ბიძინა ივანიშვილს, „ეს თემები“ გვერდზე გადაიდოს და ერთად იბრძოლონ სააკშვილის დასამარცხებლად.

„არასდროს უნდა ვთქვათ „არასოდეს“.ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ის სურვილები, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს სააკაშვილთან დაკავშირებით, წარმატებით იყოს რეალიზებული“, – აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელმაც ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ „ქართული პარტია“ ერთ-ერთი პირველი მიესალმა პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი