ახალი ამბები

ალასანია ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას გამართავს

12 ოქტომბერი, 2011 • • 1177
ალასანია ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას გამართავს
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის კონკრეტული დეტალები პირისპირ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება პოლიტიკაში ჩვენს თანამშრომლობას, რა ფორმით, როგორ მოხდება, ალბათ, მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც ჩვენი შეხვედრა შედგება. კაცურად, საქმიანად დავილაპარაკებთ და დავსახავთ სამომავლო გეგმებს,” – განაცხადა ალასანიამ.     

ალასანიამ ივანიშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ “ამ ადამიანს ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული”.

ირაკლი ალასანიას აღნიშნული განცხადება პარტიის სოცილურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე განთავსდა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში აღნიშნა, რომ ის აპირებს ითანამშრომლოს პარტია “თავისუფალი დემოკრატებთან”. ივანიშვილი აღნიშნულ პარტიას “თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად” თვლის, ხოლო პარტიის ლიდერ ალასანიას “ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონად და ანგარიშგასაწევი ფიგურად” მიიჩნევს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი