ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ივანიშვილის განცხადებას არ უპასუხებს

12 ოქტომბერი, 2011 • • 1233
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ივანიშვილის განცხადებას არ უპასუხებს

მიხეილ სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ფოტო:  პრეზიდენტის პრესსამსახური
მიხეილ სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური არც ახლა და არც უახლოეს მომავალაში არ აპირებს უპასუხოს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯაგალაძემ განუცხადა.

მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანშვილმა, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა, დღეს, 12 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე 1.5 წლით ადრე საქართველოს ხელისუფლება ცხინვალში ჯარის შეყვანას გეგმავდა და ამ ნაბიჯის გადადგმა მას სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადააფიქრებინა.

ბიზნესმენი ასევე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის გადაყენებას აპირებდა, რაც პრეზიდენტს ასევე თავად გადააფიქრებინა.

ღია წერილის ბოლოს ბიძინა ივანშვილმა მიხეილ სააკაშვილი ბრეჟნევს შეადარა და მას გადადგომისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

უტიაშვილი: “ივანიშვილის განცხადების სერიოზულად შეფასება შეუძლებელია”

ივანიშვილი: “მიშა, ბრეჟნევს დაემსგავსე!”

ივანიშვილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტს ჯაშუშობაში ამხელს




მასალების გადაბეჭდვის წესი