ახალი ამბები

მერია: 20-21 აპრილს პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

20 აპრილი, 2016 • 977
მერია: 20-21 აპრილს პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით 20-21 აპრილს, 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ამ ინფორმაციას მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება,”- აღნიშნულია  განცხადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი