ახალი ამბები

“ლეიბორისტები” ივანიშვილს პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობენ

12 ოქტომბერი, 2011 • 1572
“ლეიბორისტები” ივანიშვილს პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობენ

“მე ვფიქრობ, ივანიშვილის დღევანდელი განცხადება განპირობებული იყო ჩვენი პარტიის და კონკრეტულად შალვა ნათელაშვილის მიმართ წლების მანძილზე დაგროვილი ბოღმით”, – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი გიორგი გუგავა.

“ლეიბორისტული პარტია” ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი ეთერის ფორმატში სთავაზობს დებატებს.

“წლების მანძილზე ფინანსურად თუ სხვა ხერხებით ვინ აძლიერებდა სააკაშვილის რეპრესიულ მანქანას, ვინ გახდა ამ მანქანის მსხვერპლი და რამ მიიყვანა ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე, ეს ყველაფერი ხალხის სამსჯავროზე უნდა გაირკვეს, პირდაპირი ეთერის საშუალებით”, – აცხადებს გუგავა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის არ აპირებს “ლეიბორისტულ პარტიასთან” თანამშრომლობას, რადგან მას და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანებას ფსევდოოპოზიციურ პარტიებად აცხადებს.

“ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები: შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა”, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი