ახალი ამბები

გია თორთლაძის ორი შეკითხვა ივანიშვილს

12 ოქტომბერი, 2011 • 1113
გია თორთლაძის ორი შეკითხვა ივანიშვილს

“მე ბიზნესში არ ვარ და ივანიშვილი – პოლიტიკაში. ასე რომ, ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. მე ეს კაცი, როგორც პოლიტიკოსი, არ ვიცი და არასოდეს მიფიქრია მასთან თანამშრომლობაზე. ორ კითხვას დავუსვამდი ივანიშვილს: პირველი, თვლის თუ არა, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მეორე – უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ნატოში. სანამ ამ კითხვებზე პასუხს არ მივიღებ, ვთვლი, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს, ლაპარაკობს მხოლოდ ვაჭრობის და ბიზნესის ენაზე,” – აცხადებს პარლამენტის წევრი, გია თორთლაძე.

ბიძინა ივანიშვილმა გია თორთლაძე და მისი პარტია იმ ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალში მოიხსენია, ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებს.

”სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი