ახალი ამბები

ივანიშვილმა მოქალაქეობის შეწყვეტის ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო

11 ოქტომბერი, 2011 • • 1059
ივანიშვილმა მოქალაქეობის შეწყვეტის ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო. ამის შესახებ ნეტგაზეთს ივანიშვილის პრესსპიკერმა ირაკლი ტრიპოლსკიმ განუცხადა.

ტრიპოლსკის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მილიარდერის პრესსამსახური საქმის კურსში არ იყო და ინფორმაცია ჟურნალისტებისგან მიიღო. საქმეში გარკვევის შემდეგ პრესსამსახური ვრცელ კომენტარს გააკეთებს.

იუსტიციის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა საფრანგეთის მოქალაქეობის გამო შეუწყდა.

“სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა,” – წერია იუსტიციის სამინსიტროს განცხადებაში.

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ვრცელი განცხადება 7 ოქტომბერს გაავრცელა. განცხადებაში ივანიშვილი წერდა: “იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მე მოვახდენ რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას. ამავე მიზეზით უარს ვამბობ ორმაგ მოქალაქეობაზე და უახლოეს დღეებში ჩავაბარებ რუსეთის და საფრანგეთის ქვეყნების პასპორტებს.”

ამავე თემაზე:

ბიძინა ივანშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

პირველი არხი ივანიშვილს საეთერო დროს დაუთმობს

ივანიშვილს ტელეკომპანიების შეძენა სამმაგ ფასად სურს

ბიძინა ივანიშვილის ვრცელი განცხადება

5.5 მილიარდით საქართველოს პოლიტიკაში

მასალების გადაბეჭდვის წესი