ახალი ამბები

ერთწლიან პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო მასწავლებლობის 1000-მდე მსურველს დაუფინანსებს

19 აპრილი, 2016 • 2422
ერთწლიან პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო მასწავლებლობის 1000-მდე მსურველს დაუფინანსებს

განათლების სამინისტროს ცნობით,  მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება, სახელმწიფო დააფინანსებს მასწავლებლობის 948 მსურველს.

ამ პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც პედაგოგობის სურვილი აქვს, შესაძლებლობა ექნება გაიაროს შესაბამისი საუნივერსიტეტო პროგრამა და შემდგომ მასწავლებლად დაიწყოს მუშაობა.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ პროგრამაზე მსურველების დაფინანსება მოხდება დეფიციტების მიხედვით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

კერძოდ, როგორც სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თბილისიში 337 ადგილი იქნება გამოყოფილი, ხოლო რეგიონებში – 611 ადგილი.

 

განთლების სამინისტროს ინფორმაცია

განთლების სამინისტროს ინფორმაცია

პროგრამაში მონაწილეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ სფეროში აქვს მიღებული უმაღლესი განათლება მსურველს.

ვიდრე მსურველები კონკრეტულ უნივერსიტეტებში ერთწლიან პროგრამაში ჩააბარებენ, მათ უნდა ჩააბარონ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნობრივი გამოცდა, ანუ უნდა დაადასტურონ კომპეტენცია იმ საგანში, რომლის სწავლებაც სურთ. თუკი ისინი საგნობრივ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, შემდეგ კონკრეტული უნივერსიტეტები გადაწყვეტენ, მიიღებენ თუ არა კონკრეტულ მსურველს.

განთლების სამინისტროს ინფორმაცია

განთლების სამინისტროს ინფორმაცია

მას შემდეგ, რაც მასწავლებლობის მსურველი ერთწლიან პროგრამას წარმატებით გაივლის, იგი შეძლებს, რომ სკოლაში მუშაობა უფროსი მასწავლებლის საფეხურიდან დაიწყოს. ამ საფეხურზე ანაზღაურება 800 ლარს შეადგენს.

“მოტივაციის ამაღლების და ახალი კადრების მოზიდვის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ მოსამზადებელი პროგრამის შედეგად, მასწალებელი შევა სკოლაში პროფესიული განვითარების იმ საფეხურზე, სადაც მას საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასთან გათანაბრებული ანაზღაურება ექნება,”- აცხადებს სამინისტრო.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ამ პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პედაგოგების მოზიდვა და რეგიონებში კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა.

განათლების მინისტრმა გუშინ, 18 აპრილს გამართულ პროგრამის პრეზენტაციაზე ასევე წარმოადგინა საპენსიო ასაკს მიღწულ მასწავლებელთა სტატისტიკაც, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში მასწავლებელთა 23% საპენსიო ასაკისაა.

განთლების სამინისტროს ინფორმაცია

განთლების სამინისტროს ინფორმაცია

სამინისტრო განმარტავს, რომ განათლების მიმდინარე რეფორმაში შემავალი მასწავლებელთა მომზადების 1-წლიანი საუნივერსიტეტო პროგრამა გარდამავალი პერიოდისათვის არის შექმნილი, ვიდრე საქართველოში 5 წლიანი, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა დაიწყება. მინისტრი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე პროგრამა დამუშავების პროცესშია. მისივე ინფორმაციით, 5-წლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, პირს მაგისტრის ხარისხი ექნება. პროგრამა, სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წელს უნდა ამოქმედდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი