ახალი ამბები

აფეთქებას ქაბულში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

19 აპრილი, 2016 • 1471
აფეთქებას ქაბულში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დანაღმულ ავტომობილში აიფეთქა, რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.

ტერაქტი ქაბულში დილას, ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა. დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. The Associated Press-ისთვის მიცემულ ინერვიუში ერთ-ერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ ასეთი ძლიერი აფეთქება არ უნახავს. ოფიცრის თქმით, აფეთქებამ ეპიცენტრიდან 1 კილომეტრის რადიუსში მდებარე შენობების ფანჯრების მსხვრევა გამოიწვია. 

ოფიციალური წყაროების ცნობით, ამ დორისთვის სროლა შეწყდა და ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი