ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

11 ოქტომბერი, 2011 • • 1184
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. იუსტიციის სამინსიტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს  საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი