ახალი ამბები

49–წლიანი შეთანხმება აფხაზეთში რუსული ბაზის განთავსების შესახებ

10 ოქტომბერი, 2011 • 1102
49–წლიანი შეთანხმება აფხაზეთში რუსული ბაზის განთავსების შესახებ
6 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს – აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული ბაზების შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმება მოსკოვში 2010 წლის 17 თებერვალს გაფორმდა.

ფედერალური კანონი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2011 წლის 22 სექტემბერს მიიღო, 28 სექტემბერს კი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.

შეთანხმებით რეგულირდება მხარეთა იურისდიქციის საკითხები აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებულ რუსული სამხედრო ბაზის შესახებ, დგინდება სამხედრო ბაზის სამხედრო ფორმირებების გამოყენების წესი აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებთან სუვერენიტეტის დასაცავად და რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის, ასევე დგინდება სამხედრო ბაზის ობიექტებისა და სხვა უძრავი ქონების გამოყენებისა და ფუნქციონირების წესი, დგინდება მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობები, სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, სამხედრო მოხელეებისა და სამოქალაქო პერსონალის ოჯახის წევრების სტატუსები.

ხელშეკრულება ვრცელდება  ყველა რუსულ სამხედრო ობიექტზე, რომლებიც მდებარეობს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიოტორიაზე.
სამხედრო ბაზის შემადგენლობა განისაზღვრება რუსული მხარის მიერ აფხაზეთის მხარესთან შეთანხმებით.

აფხაზეთის მხარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 6 თვის განმავლობაში რუსეთის მხარეს უანგაროდ გადასცემს შეთანხმების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში სამხედრო ბაზის დისლოკაციის ადგილებში მდებარე უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს მასზე რუსული მხარის უფლებების იურიდიულ გაფორმებას იმ წესის მიხედვით, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომელიც რუსულმა მხარემ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიძინა ან ააგო სამხედრო ბაზის ფუნქციონირებისთვის, ეკუთვნის რუსულ მხარეს. ამასთან ერთად აფხაზეთის მხარე უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციის საკუთრების უფლების იურიდიულ გაფორემებას აფხაზეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
სამხედრო ბაზაზე დაიშვება აფხაზეთის მხარის მოძრავი ქონების განლაგება და გამოყენება.

ხელშეკრულებით  ასევე განისაზღვრება რუსული თვითმფრინავების ფრენის განრიგი, არასახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების და სამხედრო გემების მოძრაობის განრიგი, საზღვრის გადაკვეთის წესი, კავშირის საშუალებათა გამოყენება, მატერიალურ-ტექნიკური, სამედიცინო, სატრანსპორტო, საგანმანათლებლო და სავაჭრო მომსახურება, გადასახადები და მოსაკრებლები, მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სამხედრო ბაზა ფლობს სტატუსს, რომელიც გათვალისწინებულია ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილიდან დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის, მის პირად შემადგენლობას და ოჯახის წევრებს ენიჭებათ პრივილეგიები და იმუნიტეტი, რომელიც გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ურთიერთობაში ამ კონვენციასთან შესაბამისობაში.

ხელშეკრულება იდება 49 წლის ვადით მისი 15 წლის პერიოდით ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი