2003 წელს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს პარლამენტართა რაოდენობის 235–დან 150–მდე შემცირებასთან დაკავშირებით. დღესაც რომ ჩატარდეს რეფერედუმი ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორი იქნება თქვენი პოზიცია? – ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 3 პროცენტი პასუხობს, რომ მომხრეა 235 დეპუტატი იყოს პარლამენტში, 18 პროცენტს აღნიშნული საკითხი არ ადარდებს, ხოლო დეპუტატების შემცირების მომხრე 58 პროცენტია.
რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის გადატანას, ამ იდეას დადებითად გამოკითხულთა 51 პროცენტი აფასებს, 28 პროცენტი ეწინააღმდეგება, ხოლო 18 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 64 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს იდეა ქუთაისისთვის პოზიტიური იქნება, ხოლო 18 პროცენტის აზრით, ეს თბილისზე უარყოფითად იმოქმედებს.