ახალი ამბები

გამოკითხულთა 63% რუსეთის პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტისთვის დამღუპველად აფასებს

10 ოქტომბერი, 2011 • • 986
გამოკითხულთა 63% რუსეთის პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტისთვის დამღუპველად აფასებს
NDI–ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63 პროცენტი რუსეთის პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტისთვის დამღუპველად აფასებს, აღნიშნულ კითხვას მხოლოდ გამოკითხულთა 8 პროცენტი არ ეთანხმება.  

შეკითხვას, ამართლებთ თუ არა საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკას რუსეთთან დამოკიდებულებაში, სრულ თანხმობას გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტი  უცხადებს, ხოლო არსებულ პოლიტიკას საერთოდ არ ეთანხმება გამოკითხულთა 22 პროცენტი.  

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით  გამოკითხულთა 79 პროცენტი აფასებს დადებითად, წინააღმდეგი კი მხოლოდ 3 პროცენტია.

მთავრობის არსებულ მიზანს, გახდეს ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის წევრი, დადებითად 74 პროცენტი, ხოლო უარყოფითად 6 პროცენტი აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი