ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 45 პროცენტი თვლის, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა

10 ოქტომბერი, 2011 •
NDI: გამოკითხულთა 45 პროცენტი თვლის, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა
“ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 45 პროცენტი თვლის, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, 39 პროცენტი არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას.
კითხვაზე, რას ნიშნავს დემოკრატია თქვენთვის, გამოკითხულთა 47–მა პროცენტმა ქვეყანაში დემოკრატია თავისუფალი სიტყვისა და მედიის არსებობით შეაფასა, 42–მა პროცენტმა ქვეყნის თავისუფლებად მიიჩნია დემოკრატია, ხოლო 40–მა პროცენტმა – კანონისა და სამართლის დაცვად.

NDI–ის შეკითხვაზე, თუ რამდენად ეთანხმება მოსახლეობა მთავრობის მიერ გატარებულ ცვლილებებს, რომელიც შენ გიკავშირდება, გამოკითხულთა  9 პროცენტი სრულიად ეთანხმება მთავრობას, 53 პროცენტი – ნაწილობრივ, 12 პროცენტი ზოგიერთ საკითხზე არ ეთანხმება, 14 პროცენტი კი სრულებით არ ეთანხმება.

კითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური რეფორმა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, გამოკითხულთა 35 პროცენტი აგრარულ რეფორმას ანიჭებს უპირატესობას, 26 პროცენტი– განათლების რეფორმას, 23 პროცენტი – საგადასახადო რეფორმას, 20 პროცენტი – საარჩევნო რეფორმას, 7 პროცენტი – მედია რეფორმას.

NDI–ის კვლევა მიმდინარე წლის 9–21 სექტემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით  ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 425 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი