ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 46 პროცენტს რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ არ სმენია

10 ოქტომბერი, 2011 • • 1059
NDI: გამოკითხულთა 46 პროცენტს რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ არ სმენია
NDI-ის კვლევის თანახმად, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოკითხულთა 46 პროცენტს არ სმენია, ამ ამბის შესახებ მხოლოდ 51 პროცენტს გაეგო.  

კითხვაზე, თუ რა იყო რობერტ სტურუას გათავისუფლების რეალური მიზეზი, გამოკითხულთა 33 პროცენტმა ეს ამბავი სტურუას პოლიტიკურ შეხედულებებს დაუკავშირა, 21 პროცენტმა – ქსენოფობურ გამონათქვამებს, 41 პროცენტმა კი რაიმე მიზეზის დასახელებისგან თავი შეიკავა.

მინისტრ ნიკოლოზ რურუას განცხადებას, რომ რობერტ სტურუას დათხოვნის მიზეზად მისი მხრიდან გაკეთებული ქსენოფობური განცხადებები გახდა, არ ეთანხმება 44%, ეთანხმება – 14%, ხოლო 39% პასუხობს, რომ არ იცის.  

შეგახსენებთ, NDI-ის კვლევა 2011 წლის 9-21 სექტემბერს ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 425 ადამიანი გამოიკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი