ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 44 პროცენტი საერთოდ არ კითხულობს ქართულ პრესას

10 ოქტომბერი, 2011 • • 1263
NDI: გამოკითხულთა 44 პროცენტი საერთოდ არ კითხულობს ქართულ პრესას
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44 პროცენტი საქართველოში მიმდინარე ახალი ამბების გასაგებად საერთოდ არ კითხულობს გაზეთებსა და ჟურნალებს.

კითხვაზე, რამდენად ხშირად კითხულობთ გაზეთებსა და ჟურნალებს ქვეყანაში მიმდინარე ახალი ამბების გასაგებად, გამოკითხულთა მხოლოდ სამმა პროცენტმა აღნიშნა, რომ  ყოველდღიურად კითხულობს პრესას, 10 პროცენტი – კვირაში რამდენიმეჯერ, 13 პროცენტი – კვირაში ერთხელ, 26 პროცენტი – თვეში ერთხელ ან ორჯერ, 44 პროცენტი კი – საერთოდ არ კითხულობს გაზეთებს.

კითხვაზე, თუ რომელ ტელევიზიებს უყურებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ახალი ამბების გასაგებად, გამოკითხულთა 88 პროცენტმა “რუსთავი 2” და “იმედი” დაასახელა, 69 პროცენტმა – ფოთის “მეცხრე ტალღა”, 64–მა პროცენტმა – ბათუმის “ტელეარხი 25”, 55–მა პროცენტმა – საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია “კავკასია” – 36–მა პროცენტმა, ხოლო “მაესტრო” – 34–მა პროცენტმა, გამოკითხულთა მხოლოდ სამმა პროცენტმა დაასახელა ტელეკომპანია “პირველი კავკასიური”.

გამოკითხულთა 61 პროცენტი მთლიანად ენდობა იმ ახალ ამბებს, რომელსაც საპატრიარქოს ტელევიზია აშუქებს, 16 პროცენტი მთლიანად ენდობა ტელეკომპანია “იმედის” მიერ გაშუქებულ ახალ ამბებს, 19 პროცენტი – “რუსთავი 2”–ის ამბებს, ხოლო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციას მხოლოდ 12 პროცენტი ენდობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი