ახალი ამბები

ოპოზიციისა და არასამთავრობოების აქცია ფილარმონიასთან[ფოტო–ვიდეო]

7 ოქტომბერი, 2011 •
ოპოზიციისა და არასამთავრობოების აქცია ფილარმონიასთან[ფოტო–ვიდეო]

დღეს, 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე თბილისში, ფილარმონიის წინ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილის აქცია გაიმართა.

დაწყებიდან რამდენიმე წუთში აქციას ეროვნული ფორუმის წევრები შეუერთდნენ. შეკრებილმა ადამიანებმა ფილარმონიის წინ ტრაფარეტებთან ერთად თავმოჭრილი ვარდებიც მიიტანეს, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათს დააყარეს. მათი განცხადებით, ეს არ არის აქცია საფრანგეთის პერზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ, ისინი უბრალოდ ცდილობენ დაანახონ სარკოზის ის პრობლემები, რაც საქართველოში არსებობს.

აქციის მონაწილეებმა მიმართვა გააკეთეს, რომელიც მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ წაიკითხა. აქციადაახლოებით ერთ საათში დამთავრდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი