ახალი ამბები

სარკოზის ვიზიტი საქართველოში [განახლებადი]

7 ოქტომბერი, 2011 •
სარკოზის ვიზიტი საქართველოში [განახლებადი]

17.39

თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტების გამოსვლა მიმდინარეობს.

16.48

პრეზიდენტები თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ

16.45

ნიკოლა სარკოზი თბილისშია. მას აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლები ხვდებიან.

16.10

 

16.00  საათიდან ფილარმონიის წინ სამოქალაქო საზოგადოების აქცია მიმდინარეობს.
დაწყებიდან რამდენიმე წუთში აქციას ეროვნული ფორუმის წევრები შეუერთდნენ.
შეკრებილმა საზოგადოებამ ტრაფარეტებთან ერთად თავმოჭრილი ვარდები მოიტანა, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათს დააყარეს.
მათი განცხადებით, ეს არ არის აქცია საფრანგეთის პერზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ, ისინი უბრალოდ ცდილობენ დაანახონ სარკოზის ის პრობლემები, რაც საქართველოში არსებობს.

აქციის მონაწილეებმა მიმართვა გააკეთეს, რომელიც მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ წაიკითხა.

აქცია სამშვიდობოა და მონაწილეების განცხადებით დაახლოებით ერთ საათში დაიშლება.

 

16.00

ფილარმონიდან თავისუფლების მოედნისკენ ავტობუსების კოლონა მიემართება – ხალხი, ვინც რეგიონებიდან და თბილისის სხვადასხვა უბნებიდან მიიყვანეს.  სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სამარშრუტო ტაქსების სიმრავლეა კოლმურნეობის მოედანზეც.

15.15

თავისუფლების მოედანი. მოქალაქეთა ნაწილი უკვე შევიდა თავისუფლების მოედანზე. თავისუფლების მეტროს მხრიდან პოლიციის თანამშრომლები საშვის გარეშე მისულ ხალხს შესვლაზე უარს ეუბნებიან. მათ ასევე არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეუძლიათ საშვების აღება.

სარკოზის ვიზიტის მოლოდინში
სარკოზის ვიზიტის მოლოდინში

15.00

თბილისშიც ორგანიზებულად ემზადებიან თავისუფლების მოედანზე წასასვლელად.   დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში მოქალაქეები ავტობუსებში წინანსწარ ამობეჭდილი სიების მიხედვით აიყვანეს და თეთრი კონვერტები გადასცეს, რომელშიც, მათი თქმით, პრეზიდენტის მოსაწვევი იდო.

14.30

მოქალაქეები საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის წინ აქტიურად პოსტავენ “ფეისბუქზე” – აქვეყნებენ სტატუსებს და ბრეჟნევის თბილისში სტუმრობის ამსახველ ვიდეოს. ამ პოპულარულ გვერდზე შექმნილ სპციალური გვერდი “სარკოზობა” 1500 მდე ადამიანს მოსწონს.

14.00

დილიდან საქართველოს რეგიონებიდან მოსახლეობის ნაწილი თბილისში საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტების სიტყვის მოსასმენად მოემგზავრება. მათ შორის ძირითადად არიან– საჯარო მოხელეები, საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლები. ისინი საგანგებოდ მომზადებული ავტობუსებით და სამარშუტო ტაქსებით გადმოჰყავთ.

 

13.00

დღეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირველ კავკასიურ ტურნეს საქართველოში სტუმრობით დაასრულებს. პრეზიდენტის თვითმფრინავი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით  17:00 საათისთვის დაეშვება. ის თბილისში ბაქოდან ჩამოვა. 

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისას ფრანგულ დელეგაციაში სარკოზისთან ერთად იქნებიან: მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ერიკ ბესონი, მინისტრი თანამშრომლობის საკითხებში ანრი დე რენკური, ტრანსპორტის მინისტრი ტიერი მარიანი და სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში პიერ ლელუში.

საფრანგეთის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახვდება. 

17:30 საათზე ნიკოლა სარკოზი ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან ერთად თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოსახლეობას მიმართავს. 

18:30 საათზე გაიმართება ოფიციალური შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის.

ამავე თემაზე:

თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები მივიდნენ

მობილიზაცია სარკოზის დასახვედრად დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში[VIDEO]

სარკოზი თბილისს დღეს, 17:00 საათისთვის ეწვევა

სარკოზობა 1500-მდე ლაიქით

სარკოზის დასახვედრად ხალხის მობილიზება გრძელდება [Video]

საყოველთაო მობილიზება სარკოზის დასახვედრად

სარკოზის “დამამშვიდებელი” ვიზიტი საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი