ახალი ამბები

სარკოზი თბილისს დღეს, 17:00 საათისთვის ეწვევა

7 ოქტომბერი, 2011 • 958
სარკოზი თბილისს დღეს, 17:00 საათისთვის ეწვევა
ნიკოლა სარკოზი
ნიკოლა სარკოზი

დღეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირველ კავკასიურ ტურნეს საქართველოში სტუმრობით დაასრულებს. პრეზიდენტის თვითმფრინავი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით  17:00 საათისთვის დაეშვება. ის თბილისში ბაქოდან ჩამოვა.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისას ფრანგულ დელეგაციაში სარკოზისთან ერთად იქნებიან: მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ერიკ ბესონი, მინისტრი თანამშრომლობის საკითხებში ანრი დე რენკური, ტრანსპორტის მინისტრი ტიერი მარიანი და სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში პიერ ლელუში.

საფრანგეთის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახვდება.

17:30 საათზე ნიკოლა სარკოზი ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილთან ერთად თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.

18:30 საათზე გაიმართება ოფიციალური შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი