ახალი ამბები

დუნია მიატოვიჩის განცხადება ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხებზე

7 ოქტომბერი, 2011 • 1000
დუნია მიატოვიჩის განცხადება ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხებზე
რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან ხუთი წლის თავთან დაკავშირებით ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხში, დუნია მიატოვიჩმა, ეუთოს რეგიონში ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმასა და ამ ფაქტებზე რეაგირებასთან დაკავშირებით ბოლო შეფასება წარმოადგინა.

“მანამდე, სანამ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულება საკუთარი ოჯახის წევრების დაკარგვის პირობებში უწევთ, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვერ ვიცხოვრებთ”– განაცხადა მიატოვიჩმა ადამიანის უფლებების საკითხებში ევროსაბჭოს კომისრის, თომას ჰამებერგის მიერ, ჟურნალისტების ძალადობისგან დაცვის თემაზე ორგანიზებულ ღონისძიებაზე. მან ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმაზე, მათი შეურაცხყოფის, ცემისა და სხვა ფაქტებზე ისაუბრა. მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეუთოს რეგიონში ჟურნალისტთა მკვლელობის 30–მდე შემთხვევიდან მხოლოდ სამი თუ იქნება წარმატებით გამოძიებული, რაც სამართალდამცავების მიმართ ეჭვებს ბადებს.

”მთავრობებს და პოლიტიკურ ლიდერებს დახმარების გაწევა შეუძლიათ ჟურალისტთა უფლებების საჯაროდ დაცვის და ჟურნალისტთა დადუმების ნებისმიერი მცდელობის აღმოფხვრის გზით. მათ ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ის, რომ დამნაშავეები და ამგვარი დანაშაულების წამქეზებლები დაუსჯელები არ დარჩნენ”, –განაცხადა მიატოვიჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი