ახალი ამბები

კრემლი გერმანულ გამოცემას და ამერიკულ ბანკს ბოდიშს უხდის

15 აპრილი, 2016 • 1808
კრემლი გერმანულ გამოცემას და ამერიკულ ბანკს ბოდიშს უხდის

Reuters-ის ცნობით, კრემლი ამერიკულ საინვესტიციო ბანკს, Goldman Sachs-სა და გერმანულ გამოცემა, Suddeutsche Zeitung-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს უხდის. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტს თანაშემწეებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. გუშინ, 14 აპრილს, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო ჩართვაში ე.წ. პანამის დოკუმენტებზე ისაუბრა. მისი თქმით, გერმანული გამოცემის უკან, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია საჯარო გახადა, Goldman Sachs იდგა.
„ეს მისი შეცდომაა, ვინც ბრიფინგისთვის დოკუმენტები მოამზადა, ჩემი შეცდომა. ჩვენ პრეზიდენტს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მივაწოდეთ, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით“, – უთხრა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა 2 მილიარდს ფლობს, რომელიც ოფშორულ ზონაში წარმოებული გარიგებებისა და სესხების საერთო ღირებულებაა. ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებით, თანხა რუსეთს პრეზიდენტს ეკუთვნის იმის მიუხედავად, რომ მისი სახელი ოფიციალურ მიმოწერასა და დოკუმენტებში არ ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი