მაღაზია ” IPhone+ – ის” მენეჯერმა ალექსანდრე რევაზიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ხსოვნის საღამოზე დაგეგმილია სტივ ჯობსის გამოსვლების ჩვენება, ასევე მოისმენენ ჯობსის ყველაზე ცნობილი ციტატებს და აჩვენებენ კომპანიის დამაარსებლის ფოტოების სლაიდშოუს, ახალგაზრდობიდან დღემდე. საღამოზე ყვავილები და სანთლები დარიგდება.
”საღამოზე წარმოდგენილი იქნება წიგნი, რომელშიც მისულ საზოგადოებას თავიანთი ემოციების და დამოკიდებულების გაზიარება შეეძლებათ. აღნიშნული წიგნი მოგვიანებით ამერიკაში, “Apple-ის” ოფისში გაიგზავნება.”- აღნიშნა ალექსანდრე რევაზიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ Apple-ის” დამაარსებელი სტივენ ჯობსი დღეს დილით კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
საღამო მაღაზია ”IPhone+” ის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების გამართვის უფლება მაღაზიამ თბილისის მერიისგან მოიპოვა.