ახალი ამბები

სარკოზი სომხეთისთვის ყარაბახის მნიშვნელობაზე

6 ოქტომბერი, 2011 • 1164
სარკოზი სომხეთისთვის ყარაბახის მნიშვნელობაზე
“მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ყარაბაღის კონფლიქტის თითოეულ მხარეს  შეუძლია დაძლიოს სიძულვილი და გადადგას ნაბიჯი მშვიდობისა და თანამშრომლობისკენ” – განუცხადა ერევანში მყოფმა  საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სააგენტო “მედიამაქს”.   

სააგენტოსთან კომენტარში მან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის  არსებული დაძაბული ურთიერთობა გერმანია–საფრანგეთის ურთიერთობებს შეადარა პირველ და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

“ხანდახან მეტი გამბედაობაა საჭირო მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ვიდრე ომის გასაგრძელებლად. ჩვენ, საფრანგეთმა და გერმანიამ, მრავალწლოვანი დაპირისპირების მიუხედავად, გამოვნახეთ გზა გაერთიანებისა და მეგობრობის. თქვენც, აზერბაიჯანელებმა და სომხებმა, იგივე გზა უნდა აირჩიოთ. მეგობრობა ქვეყნებს შორის არის მთავარი ქვაკუთხედი ევროპის სიძლიერის,” – განაცხადა სარკოზიმ.  

ინტერვიუს დასასრულს მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ საფრანგეთის შეუძლია წარმოიდგინოს, და არც ერთ სხვა ქვეყანას, რასაც ყარაბაღი ნიშნავს სომხეთისთვის.

ნიკოლა სარკოზის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში დღეს დაიწყო. თავდაპირველად იგი სომხეთს ეწვია. საქართველოში აფრანგეთის პრეზიდენტს ხვალ ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი