
”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. განაცხადა, რომ ”ოპზიციური ექვსიანი” აღარ არსებობს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, დაშლის მთავარი მიზეზი რეგიონებში გასვლაზე შეუთანხმებლობა გახდა.
” მე ყოველთვის ვთავაზობდი ”ექვსიანს”, ერთად აგვეხსნა ჩვენი მოქალაქეებისათვის, თუ რატომ უნდა გახდეს სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების ერთობა მთავარი. ჩემს შეთავაზებას ისინი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ. ამდენი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბრები, კონსულტაციები, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გართულდა. ასეთი ფორმით კი ექვსიანის არსებობას აზრი არ აქვს”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ”ოპოზიციურ ექვსიანში” ”ეროვნული ფორუმი”, ”თავისუფალი დემოკრატები”, ”კონსერვატიული პარტია” ”საქართველოს გზა”და ”ხალხის პარტია” იყვნენ გაერთიანებული.
ირაკლი ალასანიამ ასევე აღნიშნა, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა მზადაა იმ გზებით იბრძოლოს, რაც ”თავისუფალი დემოკრატებისთვის” პრიორიტეტულია, ისინი ბრძოლის გასაახლებლად მზად არიან.