ახალი ამბებისაზოგადოება

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 250-ზე მეტი კი დაშავდა

15 აპრილი, 2016 • 1619
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 250-ზე მეტი კი დაშავდა

იაპონიის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც BBC იუწყება, ბუნებრივმა კატასტროფამ მინიმუმ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 250-ზე მეტი კი შემთხვევის შედეგად დაშავდა.  მათ შორის 15-მა სერიოზული დაზიანებები მიიღო. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ბრიტანული სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა იმ დროს მოხდა, როცა ადამიანების უმეტესობა სახლში იმყოფებოდა. შესაბამისად, ოფიციალური წყაროები ვარაუდობენ, რომ უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი. კატასტროფის შედეგად 20-მდე საცხოვრებლი განადგურდა. მთავრობა მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლის.

იაპონიის სამხრეთით ბიძგები გვიან ღამით დაიწყო და ეპიცენტრიდან 10 კილომეტრის რადიუსში გავრცელდა.

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ცუნამის  წარმოქმნის საშიშრეობა არაა.  კუნძულზე რამდენიმე ატომური რეაქტორია განთავსებული, თუმცა კატასტროფის შედეგად არც ერთი დაზიანებულა. ოფიციალური ინფორმაციით, ორი მათგანი  ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, სამი კი გეგმიური შემოწმების გამო მიწისძვრამდეც არ ფუნქციონირებდა.

BBC-ის ცნობით, ამჟამად კუნძულზე სამხედროები და სამაშველო სამსახურები მუშაობენ, თუმცა მიწისძვრის შემდგომი ბიძგები მათ საქმიანობას  ხელს უშლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი