ახალი ამბები

აქცია რეფერალურ საავდმყოფოსთან [VIDEO]

6 ოქტომბერი, 2011 • 1006
აქცია რეფერალურ საავდმყოფოსთან [VIDEO]

 

თბილისის რეფერალურ საავდმყოფოსთან, ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალმა აქცია გამართა, დაახლოებით 100 ექიმი და ექთანი კუთვნილ შრომის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, საავადმყოფოს ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ, აპრილის თვიდან, არ აუღიათ.

საავადმყოფოს პერსონალი ამბობს, რომ ამ აქციით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ საავდმყოფოს პოლონელ მფლობელს, მაჩეი იარანოვსკის, რომელიც, მათი თქმით, აქციათა 51 %–ს ფლობს, დანარჩენ 49 % კი ნოდარ კევლიშვილს და ლევან წილღვავს ეკუთვნით.
აქციაში მონაწილეობენ სამსახურიდან დათხოვილი ექიმები და დამლაგებლებიც ითხოვენ. ერთ–ერთი დამლაგებლის, ციალა გამტკიცულაშვილის თქმით, 45–მდე დამლაგებელი უკვე 4 თვეა სამუშაოს უსასყიდლოდ ასრულებს. მათ უმეტესობას ხელშეკრულებაც კი არ აქვს გაფორმებული.
ქეიმები მფლობელების მხრიდან მუქარაზეც საუბრობენ.
დღევანდელი აქციის გამო საავადმყოფოში პაციენტების მომსახურება არ შეწყვეტილა, საავადმყოფოს ეზოში გამართული აქცია დაახლოებით 12 საათზე დასრულდა, თუმცა მედ–პერსონალი აცხადებს, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება შეიძლება უფრო მკაცრ ზომებს, მათ შორის გაფიცვას მიმართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი