ახალი ამბები

სტივ ჯობსი გარდაიცვალა

6 ოქტომბერი, 2011 • • 3074
სტივ ჯობსი გარდაიცვალა

კომპანია Apple-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი სტივ ჯობსი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ რამდენიმე საათის წინ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომპანია Apple-ის ოფიციალურ ვებგევრდზე სტივ ჯობსის შავ-თეთრი ფოტო და და კომპანიის განცხადებაა გამოქვეყნებული, სადაც წერია: „Apple-მა დაკარგა კრეატიული და საოცნებო გენიოსი, მსოფლიომ კი საოცარი ადამიანი. ყველა ჩვენგანმა, ვისაც ჰქონდა სტივთან მუშაობის ბედნიერება, დაკარგა ძვირფასი მეგობარი და შთამაგონებელი აღმზრდელი. სტივ ჯობსმა დატოვა კომპანია, რომლის შექმნა მხოლოდ მას შეეძლო და Apple-ის საფუძველი ყოველთვის მისი სული იქნება.“

სტივ ჯობსმა სილიკონის  ველზე თანამოაზრეებთან ერთად Apple-ის პირველი კომპიუტერი 1976  წელს შექმნა – სწორედ ეს იყო მისი პირველი კომერციული პროექტი, ამის შემდეგ კი Apple-ის იმპერიის მშენებლობა დაიწყო და დღეს ეს კომპანია კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი მოთამაშეა.

Apple-ის დამფუძნებელს კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსინვის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს, იმკურნალა, თუმცა ავადმყოფობის გამო 2011 წლის აგვისტოში Apple-ის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა ამ სიტყვებით: „მე მწამს, რომ Apple-ის ყველაზე ნათელი და ინოვაციური დღეები წინ აქვს. მე დავაკვირდები და გავიზიარებ ამ წარმატებას ახალ ამპლუაში.“

სტივ ჯობსის მოსაგონარი და სამძირმის წერილების გაგზავნა ამ მისამართზეა შესაძლეებლი: rememberingsteve@apple.com

ამავე თემაზე:

სტივ ჯობსის სამი ისტორია


მასალების გადაბეჭდვის წესი