ახალი ამბები

ბერა: მოვიდა დრო, ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება

5 ოქტომბერი, 2011 • 1027
ბერა: მოვიდა დრო,  ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება
ბერა
ბერა

ბიძინა ივანიშვილის შვილის, მუსიკოს ბერა ივანიშვილის სოციალური გვერდ “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა პოსტი, სადაც აღნიშნულია: მოვიდა დრო,  ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება.  პოსტი 45 წუთის წინ გამოქვეყნდა და უკვე 281 ლაიქი [მოწონება] აქვს.

თავად ბერას გვერდი ფეისბუქზე 131 721 ადამიანს მოსწონს. 

პოსტზე უკვე გამოთქვამენ მოსაზრებებს ფეისბუქის მომხმარებლები – მათი შეფასებები ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობის დაწყებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი და მეცენანტი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში, რომლის სრული ტექსტიც 7 ოქტომბერს გავრცელდება.

“ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის უფროსის ელზა ნაბახტეველის განცხადებით, ის ახლა საქართველოში, კერძოდ თბილისში იმყოფება.

“ნეტგაზეთმა”  “ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურს ჰკითხა, ხომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც, რაზედაც განაცხადეს, რომ 7 ოქტომბრამდე სხვა განცხადება, დამატებითი ინფორმაცია  არ გავრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი