ახალი ამბები

პენსიონერი ავიატორები პენსიის გაზრდას ითხოვენ

4 ოქტომბერი, 2011 • • 1194
პენსიონერი ავიატორები პენსიის გაზრდას ითხოვენ

პენსიაზე გასული ქართველი მფრინავები, ბორტგამცილებლები და ავიაციის სფეროს სხვა ყოფილი თანამშრომლები ხვალ, 5 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან პენსიის გაზრიდს მოთხოვნით აქციას გამართავენ.

ავიაციის სფეროს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ეთერ გოგიტიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მისი პენსია თვეში 94,50 ლარია და ის ეკონომიკის სამინისტროსგან პენიის დანიშვნას სტაჟისა და ნამსახურეობის მიხედვით ითხოვს

„ჩვენ ვიყავით მფრინავები, ბორტგამცილებლენი, შტურმანები და ა.შ. ძალიან ცოტას გვიხდიან. მე ბრიგადირი ვიყავი და 94 ლარი და 50 თეთრი მაქვს, რაც კომუნალურ გადასახადებშიც არ მყოფნის.  წესით, უნდა ვიღებდე ჩემი ხელფასის გარკვეულ პროცენტს, რაც გამოდის 526 ლარი,“ – ამბობს ეთერ გოგოიტიძე

მისივე თქმით, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში ავიაციის სფეროს პენსიონერთა პენსიები 800 აშშ დოლარიდან იწყება და საქართველოსთან შედარები „საკამოდ მაღალია.“

„ძალიან ბევრი ხალხი დაგვეღუპა უსახსრობის გამო, ბევრი ჩაწოლილია. ვემსახურებოდით საქართველოს ავიაციას და მგონი, იმდენს ვიმსახურებთ, რომ  პურისა და კომუნალური გადასახადების ფული გვქონდეს,“ – უთხრა ეთერ გოგიტიძემ ნეტგაზეთს.

ავიატორთა აქცია 5 ოქტომბერს 17 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი