ახალი ამბები

დღეს GREEN CARD-ის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

4 ოქტომბერი, 2011 • 1298
დღეს GREEN CARD-ის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

2013 წლის GREEN CARD–ის ბარათის მიღების რეგისტრაცია დღეს იწყება. გამარჯვებულს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კომპიუტერი ავლენს.

ყოველწლიურად აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით გაიცემა 55 000 საემიგრაციო ვიზა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ–ში ემიგრაციის დაბალი მაჩვნებელი აქვთ. www.dvlottery.state.gov, არის ერთადერთი ვებგვერდი, საიდანაც შესაძლებელია GREEN CARD–ის გათამაშებაში რეგისტრაცია.

GREEN CARD–ი, ანუ იგივე მწვანე ბარათი ადამიანს იმ ქვეყნის მოქალაქეობის უფლებას აძლევს  ხუთი წლით, რომელი სახელმწიფოს ბარათიც ეძლევა მას და ამ ქვეყნის თითქმის სრულუფლებიანი მოქალაქე ხდება. უბრალოდ, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არ დაიბარებენ ნაფიც მსაჯულად და არ გაიწვევენ ჯარში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელს შეუძლია წაიყვანოს საკუთარი ოჯახის წევრები აღნიშნულ ქვეყანაში ყოველგვარი დამატებითი ვიზების გარეშე.

თუ ბარათის მფლობელი ხუთი წლის განმავლობაში იცხოვრებს იმ ქვეყანაში, რომლის GREEN CARD-იც აქვს, მას უფლება ეძლევა, გარკვეული გამოცდების შედეგად გახდეს უკვე იმ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე.

აშშ–ს საელჩოს ინფორმაციით, რეგისტრაცია დაიწყება დღეს შუადღიდან და დამთავრდება 5 ნოემბრის შუადღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი