ახალი ამბები

აშშ–ს სავაჭრო სააგენტოს წარმომადგენელი მხარს უჭერს რუსეთის მსო–ში გაწევრიანებას

4 ოქტომბერი, 2011 • 1155
აშშ–ს სავაჭრო სააგენტოს წარმომადგენელი მხარს უჭერს რუსეთის მსო–ში გაწევრიანებას
აშშ–ს სავაჭრო სააგენტოს წარმომადგენელი მხარს უჭერს რუსეთის მსო–ში გაწევრიანებას

აშშ–ს სავაჭრო სააგენტოს წარმომადგენელი რონ კირკი იმედოვნებს, რომ რუსეთი წლის ბოლომდე შეძლებს ყველა დარჩენილი საკითხის მოგვარებას და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

სავაჭრო სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ბოლოდროინდელ პროგრესზე მსო–ში გაწევრიანების გზაზე.

აღნიშნული განცხადება ვაშინგტონში სავაჭრო სააგენტოს წარმომადგენელ რონ კირკისა და რუსეთის პრემიერ–მინისტრის პირველ მოადგილეს იგორ შუვალოვის 3 ოქტობრის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

“მივესალმებით ბატონ შუვალოვის ვაშინგტონში ვიზიტს. ჩვენ გვქონდა ძალზე პროდუქტიული მოლაპარაკებები რუსეთის მსო–ში გაწევრიანების საკითხზე. მე მჯერა, რომ  ბატონ შუვალოვის უწყებასთან გაგრძელდება აღნიშნულ საკითხზე მუშაობა საბოლოოდ წარმატებული დასკვნის მისაღწევად,” – განაცხადა კირკმა.

შუვალოვის უწყებამ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენთანაც გამართა.

ჯო ბაიდენმა შუვალოვს თეთრ სახლში უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს რუსეთ–აშშ–ს ურთიერთობები რუსეთის მსო–ში გაწევრიანების თაობაზე და შეთანხმდნენ, გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ვიცე–პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ–ს მხარდაჭერა რუსეთის მსო–ში გაწევრიანების თაობაზე და დადებითად შეაფასა აღნიშნულ საკითხზე რუსეთ–საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი