ახალი ამბები

აჭარაში თოვს

3 ოქტომბერი, 2011 • 1089
აჭარაში თოვს

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს და ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცა.

“7-8 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლი უკვე არის. ახლაც თოვს, უფრო ზუსტად თოვლჭყაპია. მოძრაობის ჩაკეტვის საფრთხე არ არსებობს, ჯერჯერობით, მაგრამ მეწყერი გააქტიურდა. უკვე ჩამოწვა საკმაოდ მოცულობითი მეწყერი სხალთის ხეობაში. გზის გაწმენდას 2 საათი დასჭირდა“, – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის მკვიდრი მურად გორგაძე.

ამინდი გაუარესდა ბათუმშიც, სადაც დღეს დილიდან გადაუღებლად წვიმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი