ახალი ამბები

NDI: პოლიტიკოსებიდან უსუფაშვილი, სააკაშვილი და მარგველაშვილი მხოლოდ 2%-ს მოსწონს

13 აპრილი, 2016 • 1491
NDI: პოლიტიკოსებიდან  უსუფაშვილი, სააკაშვილი და მარგველაშვილი მხოლოდ 2%-ს მოსწონს

NDI -ის 13 აპრილს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, პოპულარული პოლიტიკოსების სიაში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პირველ ადგილზეა.  NDI -ის კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ყველაზე მეტად,  გამოკითხულთა 15 % -მა დავით ბაქრაძე დაასახელა.  ამ შედეგების მიხედვით, მისი პერსონალური რეიტინგი მიხეილ სააკაშვილისას 13 %-ით აღემატება.

ამ კვლევის შედეგებით, სააკაშვილი, დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ 2 %-ს მოსწონს. ამ სამ პოლიტიკოსს შედეგებით უსწრებენ ნინო ბურჯანაძე, დავით სერგეენკო, გიორგი კვირიკაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ირაკლი ალასანია.

გამოკითხულთა 28 % -მა განაცხადა, რომ არ იცის, რომელი პოლიტიკოსი მოსწონს, 10%-მა უარია განაცხადა პასუხზე, 12% -მა კი უპასუხა “სხვა”.

Screen Shot 2016-04-13 at 11.49.22 AM

NDI -იმ გამოკითხვის მონაწილეებს ასევე ჰკითხა, რომელი პოლიტიკოსი არ მოსწონთ ყველაზე მეტად. შედეგები ასეთია:

Screen Shot 2016-04-13 at 12.01.23 PM

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი