ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების მინისტრი გადადგა

11 აპრილი, 2016 • 1718
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების მინისტრი გადადგა

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზბულატ ცხოვრებოვმა თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია ჩინოვნიკის გადადგომის შესახებ პირველად მადინა შავლოხოვამ, სამხრეთ ოსეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა. თავად ცხოვრებოვი ნეტგაზეთის წყაროსთან პირად საუბარში ადასტურებს, რომ განცხადება გადადგომის შესახებ რამდენიმე საათის წინ დაწერა, თუმცა მიზეზების შესახებ ჯერ არ საუბრობს.

Сенсационная новость пришла из РЮО. Министр иностранных дел республики подал в отставку. По данным источника, основной п…

Posted by Madina Shavlokhova on Monday, 11 April 2016

როგორც მადინა შავლოხოვა წერს, მისი წყაროს ცნობით, მინისტრის გადადგომის ძირითადი მიზეზი პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის პოლიტიკურ კურსია:

“აღსანიშნავია, რომ ეს იმ მომენტში მოხდა, როდესაც თიბილოვი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა”.

ყაზბულატ ცხოვრებოვი 10 მარტს ენგურზე პატიმრების გაცვლის პროცესშიც მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი