ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დაპატიმრებულია

27 სექტემბერი, 2011 • 1116
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი დაპატიმრებულია

სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 23 სექტემბერს პრეზიდენტის კანდიდატად ალან კოჩევი დაარეგისტრირა, რომელიც ამჟამად საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება–წერს “კავკაზსკი უზელი”.

ალან კოჩიევს აქვს უფლება, დაიწყოს თავისი წინასაარჩევნო კამპანია, იმის მიუხედავად, რომ მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პარლამენტის დეპუტატის, ალექსანდრ პლიევის ცემის გამო.

სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. თუმცა საარჩევნო კომისიაში აღნიშნეს, რომ პირი, რომელიც იმყოფება დაკავების იზოლატროში, არ არის შეზღუდული, ხელმძღვანელი პირის პოსტზე კენჭი იყაროს.

მას შემდეგ, რაც ალან კოჩევის თანამოაზრეებმა მისი კანდიდატურის შესახებ შეიტყვეს, მაშინვე მოამზადეს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბი.

ოფისად კი ის სპორტული დარბაზი გამოიყენეს, რომელიც რამდნეიმე წლის წინ პრეზიდენტობის კანდიდატმა თავისი რაიონის მაცხოვრებლებისთვის აღჭურვა, იუწყება „ეხო კავკაზა“.

როგორც ცნობილია, მას სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურა საბოლოო ბრალდებას უახლოეს დროში წარუდგენს.

ასევე, 23 სექტემბრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერილი ფურცლები საინიაციტივო ჯგუფმაც წარადგინა, რომელიც ძამბოლატ თადეევის( რუსეთში მოღვაწე  მწვრთნელი) კანდიდატურას უჭერს მხარს. ამგვარად, ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში 22 საინიციატვო ჯფუფის განაცხადია შესული.

საპრეზიდენტო კანდიდათა საბოლოო რეგისტრაციის თარიღი 9ოქტომბერია– 35 დღით ადრე არჩევნებამდე.

როგორც «Кавказский узел» წერს –სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერი კოკოითი მხარს გენერალური პროკურორის თაიმურაზ ხუგაევისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელის ანატოლი ბიბლიეოვს კანდიდატურებს უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი