ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა

9 აპრილი, 2016 • 996
პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად,  საუბრის მთავარი თემები იყო საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ნაწილი მთავრობიდან პარლამენტში უკვე შესულია, ნაწილი კი უახლოეს მომავალში გაიგზავნება:

„ამ ნაწილში საჭიროა კოორდინაცია. იმის მიუხედავად, რომ კოალიციაში, შესაძლოა, იყოს გარკვეული ცვლილებები და გადაადგილებები იმ კუთხით, რომ საარჩევნო რეჟიმებზე გდაწყვეტილებებს იღებენ პარტიები, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული კოორდინაცია ამ პროცესში საჭირო იქნება და სწორედ ამაზე იყო საუბარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო თარიღთან დაკავშირებული განკარგულების ხელმოწერის იურიდიულ და ტექნიკურ დეტალებზე კონსულტაციები გრძელდება:

“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როდის გამოქვეყნდება განკარგულება, ამის თაობაზე საუბარი გრძელდება. “

მასალების გადაბეჭდვის წესი