ახალი ამბები

“პუტინი საშიში კაცია, მაგრამ ბრწყინვალე მეფე”

27 სექტემბერი, 2011 • 1631
“პუტინი საშიში კაცია, მაგრამ ბრწყინვალე მეფე”

ამერიკულ გამოცემა ‘‘ვაშინგტონ პოსტი’’ “ფოქს ნიუსის” ანალიტიკოსის, რალფ პიტერსის მოსაზრებას აქვეყნებს, სახელწოდებით “ვლადიმერ პუტინის გენია”. პიტერსი აშშ–ს არმიის გადამდგარი ოფიცერია, რომელიც რუსეთის საკითხებში იყო სპეციალიზებული. გთავაზობთ პიტერსის მიერ “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიას, მცირეოდენი შემოკლებით:

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მალე კვლავ რუსეთის პრეზიდენტი გახდება, სუსტი სტრატეგიის  გამოყენებით  ეფექტური თამაში გაითამაშა და ამით საკუთარი თავი განიმტკიცა, როგორც რუსების ინტერესების გამომხატველმა ძლიერმა ლიდერმა.

რაში მდგომარეობს პუტინის გენიალურობა? – აკონტროლო საზოგადოებრივი ცხოვრება, და არა – პიროვნული. პუტინმა გააანალიზა, რომ ადამიანს აქვს უფლება სამზარეულოს მაგიდის გარშემო არყის ბოთლთან ერთად გამოუშვას ორთქლი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს. მისი ტაქტიკაა, რომ რასაც რუსეთის საზოგადოება დახურულ კარს მიღმა საუბრობს, ის გარეთ, საჯაროდ არ გახმაურდეს.

ის კლავს ან აპატიმრებს უტიფრებს, დაუმორჩილებლებს. არანაირი გულაგი არ არის საჭირო – მხოლოდ ყურადღებით, დიდი სიფრთხილით ამორჩეული, სამაგალითო მსხვერპლები, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელიც პოლიციის ტყვეობაში დაიღუპა, ანდა შეურიგებელი მილიარდელი მიხეილ ხოდორკოვსკი. დასავლეთის შეშფოთების მიუხედავად, პუტინმა იცის, რომ საერთაშორისო საზოგადობა მნიშვნელოვან სანქციებს მას ვერ დაუწესებს. კრემლის პოლიტიკით შეცდენილ – ნავთობისა და გაზის საკითხებით დაწყებული სტრატეგიული, თანამშრომლობით დამთავრებული –  დასავლელ ლიდერებს დიდი  წილი აქვთ აღნიშნულ თამაშში.

პუტინმა განაახლა რუსული რწმენა ქვეყნის სიდიადესთან დაკავშირებით და საერთაშორისო ასპარეზზეც რუსეთი უფრო ძლიერად წარმოაჩინა, ვიდრე ეს ქვეყნის შესაძლებლობებს შეესაბამება.

ასევე, ღირებულია ავღნიშნოთ, რამდენად მიაღწია პუტინმა, მისი გმირის – პეტრე დიდის მსგავსად,  დაემორჩილებინა და კონსოლიდაცია მოეხდინა სახელმწიფო ძალის. მან თვალის ახვევის გზით რუსეთს  დიდი ძალის მქონეს სტატუსი დაუბრუნა. ევროპის მანიპულირებამ მას მისცა შესაძლებლობა, ვირტუალურად  გამოეყენებინა ყველა ნავთობხელშეკრულება, რომელიც მას სურდა. პარალელურად ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს ჩამოაშორა ახალი წევრები აღმოსავლეთით და შეეცადა შეენარჩუნებინა უკრაინა – სუსტი და დაშლილი. მან, ასევე, დაანაწევრა საქართველო, მაგრამ არანაირი ფასი ამისთვის არ გადუხდია.

საუკუნეების განმავლობაში მოსკოვი  თავის თავს „მესამე რომს“ უწოდებდა. პუტინმა გააკეთა ის, რაც ძლიერმა იმპერატორებმა მოიმოქმედეს რომის  დაცემის ან მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად გაძარცვული კონსტანტინეპოლის შემდეგ: მან აღადგინა დაცემული ღირსება.

დემოგრაფიულად, ეკონომიკურად, სამხედრო და განათლების თვალსაზრისით რუსეთი მკვეთრი ვარდნისკენ მიექანება, მაგრამ ერთმა გენიოსმა ადამიანმა მის ხალხს მისცა საბოლოო, საშემოდგომო  სულის მოთქმის შესაძლებლობა. ვლადიმერ პუტინი საშიში კაცია, მაგრამ– ბრწყინვალე მეფე.

მასალების გადაბეჭდვის წესი