ახალი ამბები

ჩხუბი პარლამენტში [video]

27 სექტემბერი, 2011 • 1574
ჩხუბი პარლამენტში [video]

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს, 27 სექტემბერს, ჩხუბით დაიწყო. დეპუტამა “ნაციონალური მოძრაობიდან” აკაკი ბობოხიძემ  ოპოზიციონერ პარლამენტარ პეტრე მამრაძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პეტრე მამრაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს “სააკაშვილის ხელისუფლების ავანტიურა” უწოდა, რასაც აკაკი ბობოხიძის გაბრაზება მოყვა. მან კოლეგას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი სახეში ხელი ჩაარტყა.  მამრაძეს ბობოხიძისთვის ხელი არ შეუბრუნებია. აკაკი ბობოხიძის დამშვიდება მისმა კოლეგებმა სცადეს, თუმცა, დეპუტატი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მამრაძეს კიდევ რამდენიმე წუთი უყვიროდა.

მსგავს სკანდალში აკაკი ბობოხიძე წლების წინაც გაეხვა. 2005 წლის 1 დეკემბერს მან ტელეკომპანია “რიონის” ეთერში დებატებისას ტელეჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს სახეში მუშტი ჩაარტყა. მაშინ ბობოხიძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობდა, ირაკლი იმნაიშვილმა კი გადაცემის მსვლელობისას ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი