ახალი ამბები

“Wings for Life” მსოფლიო რბენა 8 მაისს გაიმართება

8 აპრილი, 2016 • 1687
“Wings for Life” მსოფლიო რბენა 8 მაისს გაიმართება

Wings for Life World Run 8 მაისს ლოპოტის ხეობაში უკვე მესამედ ჩატარდება – ამის შესახებ პრესკონფერენცია   სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტის, Wings for Life მსოფლიო რბენა პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გაიმართა.

ქველმოქმედებისთვის სირბილს მსოფიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება.

მსოფლიო რბენაზე რეგისტრაცია 4 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

პრესკონფერენციაზე აღნინიშნა, რომ სპორტის საერთაშორისო დღის ფარგლებში 10 აპრილს კუს ტბაზე Wings for Life მსოფლიო რბენისთვის მოსამზადებელი გარბენი გაიმართება.

პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიგიორგი ჩოგოვაძე, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და Wings for Life მსოფლიო რბენისსპორტული დირექტორი მაია აზარაშვილი შეხვდნენ, პროექტის პრეზენტაცია კი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ბექა გოლეთიანმა წარმოადგინა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი