დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული მოქალაქის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესვე უნდა გაიმართოს.
დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოსთან ბაღების დირექტორების თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტის გასაპროტესტებლად მშობლები შეიკრიბნენ.
პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვა სურდათ, რისი უფლებაც პატრულის თანამშრომლებმა არ მისცეს, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თამუნა იარაჯული დააკავეს.
თამუნა იარაჯულს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა ედება, რაც სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.