ახალი ამბები

პრემიერი: გადავცეთ ერთამანეთს პოზიტიური მუხტი, ეს არის ყველაზე მთავარი დღეს

7 აპრილი, 2016 • 1060
პრემიერი:  გადავცეთ ერთამანეთს პოზიტიური მუხტი, ეს არის ყველაზე მთავარი დღეს

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვას დაესწრო და მოსახლეობას ეს დღე მიულოცა:

„ხარება არის იმედის დღესასწაული, როდესაც ადამიანს ღმერთმა ახარა თავისი მოსვლა. მინდა, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე არის ნათელი, გქონდეთ იმედი. მინდა, ასევე ყველას ვუთხრა, რომ ერთმანეთს გადავცეთ პოზიტიური მუხტი, ეს არის ყველაზე მთავარი დღეს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მართლმადიდებელი ქრისტიანები ხარებას 7 აპრილს აღნიშნავენ. სახარების თანახმად, ამ დღეს წმინდა მარიამს ეუწყა, რომ იესო ქრისტეს შობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი