აფიშაახალი ამბები

7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება

7 აპრილი, 2016 • 1698
7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება

7 ივნისს ბათუმში ამერიკული ბენდი Maroon 5 კონცერტს გამართავს. ამის შესახებ პროექტის Check in Georgia-ს ავტორებმა განაცხადეს.

პროექტის ფარგლებში თბილისს 24 აპრილს ეროს რამაზოტი, 27 მაისს რობი უილიამსი, ხოლო 18 ივნისს ქუთაისს ხოსე კარერასი ეწვევიან.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პროექტი Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი