ბრიტანელი შემსრულებელი რობი უილიმსი თბილისში, დინამო არენაზე კონცერტს 27 მაისს გამართავს. კონცერტის ბილეთები კი 15 აპრილიდან გაიყიდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ, მხოლოდ tkt.ge-ზე. ბილეთების ფასები ჯერ განსაზღვრული არ არის.

მომღერალი საქართველოს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ეწვევა. Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *