ახალი ამბები

აქცია პანკისის ხეობაში

19 სექტემბერი, 2011 • 1184
აქცია პანკისის ხეობაში
პანკისში დღესაც გაიმართება საპროტესტო აქცია ყოფილი ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ამჟამად კი ინგლისური ენის მასწავლებლის შორენა ხანგოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.  აქცია ანალოგიური მოთხოვნით 18 სექტემბერსაც გაიმართა.

ინფორმაცია შორენა ხანგოშვილის დაკავების შესახებ პირველად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. ცენტრი იტყობინება, რომ დაკავებულს ბრალად ნარკოტიკების შენახვა წაუყენეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით პანკისის ხეობის მაცხოვრებლები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ. ცენტრმა აქციის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

შორნა ხანგოშვილი  ერთ-ერთი საერთაშორისო ფონდის დაქირავებული ინგლისური ენის მასწავლებელი იყო პანკისში.  ის GIPA -ს კურსდამთავრებულია და  ინგლისურის მასწავლებლობამდე ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, ასევე  თანამშრომლობდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი