ახალი ამბები

საბაგირო გზა სამების ეკლესიიდან ნარიყალამდე

16 სექტემბერი, 2011 • 1366
საბაგირო გზა სამების ეკლესიიდან ნარიყალამდე

საბაგირო გზა სამების ეკლესიისდან ნარიყალამდე ექსპლუატაციაში 2012 წლის ზაფხულიდან შევა. თბილისის მერიის ცნობით პროექტზე თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს.

საბაგირო გზის პროექტის  ხელმძღვანელი მანუჩარ მახათაძე ამბობს, რომ ამ  მონაკვეთში საბაგირო გზის გაკეთების იდეა ნარიყალაზე ასასვლელი გზის სივიწროვის გამო წარმოიშვა.

“რიყის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ ნარიყალაზე ასასვლელი გზის საფარი მთლიანად განახლდა, თუმცა ტრანსპორტით ასვლა მაინც ჭირს. ამიტომ მერიამ  გადაწყვეტა, რომ რიყის იმ ნაწილს, სადაც ამჟამად მშენებლობის პროცესშია 335 მანქანაზე გათვალისწინებული ავტოსადგომი, მივუერთოთ საბაგირო გზა. ადამიანი მოვა, დააყენებს მანქანას და ავა საბაგიროთი. საბაგირო გზით ასვლა სწორედ რიყის ტეროტორიის ავტოსადგომიდან მოხდება“, –ამბობს მანუჩარ მახათაძე.

გეგმის მიხედვით,  ახალი საბაგირო გზა 2012 წლის ივლისში უკვე ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს, თუმცა რამდენი გამოიყოფა დედაქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ჯერ არ იციან. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, თანხის ოდენობა ოქტომბრის ბოლოსთვის დაზუსტდება.

მახათაძის თქმით, თბილისში ძველი საბაგიროების აღდგენის გეგმაზეც მიმდინარეობს მუშაობა, ვინაიდან საბაგირო ყველაზე უფრო უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად არის მიჩნეული, თუკი გამართულად იმუშავებს.

როგორი იქნება სამებიდან ნარიყალამდე საბაგირო გზა:

როგორი იქნება საბაგირო
როგორი იქნება საბაგირო

მასალების გადაბეჭდვის წესი