ახალი ამბები

ომბუდსმენი მართლმსაჯულების რეფორმის გაჭიანურების გამო მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

5 აპრილი, 2016 • 1453
ომბუდსმენი მართლმსაჯულების რეფორმის გაჭიანურების გამო მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის რეფორმების გაჭიანურების გამო მთავრობის პასუხისგებლობის საკითხს აყენებს.

„ჩვენ ველით და ველოდებოდით, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარებულიყო, რომ აქამდეც მომხდარიყო თუნდაც ის მესამე ტალღა, რომელზეც საუბარია უკვე რამდენიმე წელიწადია, დაჩქარებული ტემპებით განხორციელებულიყო ეს რეფორმა, რაც, სამწუხაროდ, გაჭიანურდა და სწორედ ამ ნაწილში მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს გარკვეულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. აქ ვერ ვიტყვი მხოლოდ ერთ მინისტრზე, აქ საუბარია მთლიანად მთავრობაზე იმიტომ, რომ მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად შეჩერებულიყო მთელი ამ ორი წლის განმავლობაში,”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მართლმსაჯულების მესამე ტალღის კანონპროექტები პარლამენტში 2015 წლის ივლისში დარეგისტრირდა, პირველი მოსმენით კი – 19 თებერვალს მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მართლმსაჯულების მესამე ტალღს რეფორმის სახელთ არის ცნობილი, მეორე მოსმენით ჯერ არ განუხილავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი