ახალი ამბები

ქდმ მაღალმთიან აჭარაში ბენზინგასამართი სადგურების გახსნას მოითხოვს

13 სექტემბერი, 2011 •
ქდმ მაღალმთიან აჭარაში ბენზინგასამართი სადგურების გახსნას მოითხოვს

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ბენზინგასამართი სადგურების ნაკლებობას უჩივის. ამის შესახებ ქედის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, “ქრისტიან-დემოკრატმა” ელგუჯა ნაკაშიძემ განაცხადა.

“ქედის ტერიტორიაზე დოლოგანში, ცხემლაში, წონიარისში დაბა ქედის ტერიტორიაზე დახურულია ბენზინგასამართი სადგურები. მუშაობს მხოლოდ ცხმორისის თემში არსებული ბენზინგასამართი სადგური. ქედის მოსახლეობას ბენზინის შესაძენად უხდება ბათუმში ჩასვლა და საწვავის სამგზავრო ავტობუსებით გადატანა. ეს მოსახლეობას საწვავის ხარჯებს უძვირებს და საშიშია მისი ამ ფორმით ტრანსპორტირება“, – ამბობს ელგუჯა ნაკაშიძე.

“ქრისტიან-დემოკრატები” ასევე ამბობენ, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობამ მსხვილ ბენზინგასამართ სადგურებს საშუალება მისცა, მაღალი ფასების პირობებში ბაზრიდან გაექრო კერძო, მცირე ზომის ბენზინგასამართი სადგურები. ქდმ-ელები სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ მაღალმთიანეთში ბენზინგასამართი სადგურების დახურვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი