“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ყრილობა 14 მაისს გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.
“პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას წარედგინება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა,”- აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *